ნეიმარმა კორონავირუსთან საბრძოლველად ანონიმურად გაიღო 775 ათასი ფუნტი სტერლინგი
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ანონიმურად შესწირა 775 ათასი ფუნტი კორონავირუსთან ბრძოლას.
როგორც იტყობინებიან, ნეიმარმა ამ თანხის ნახევარი იუნისეფ-ის ანგარიშზე გადარიცხა, მეორე ნახევარი – ერთ-ერთ ბრაზილიურ ფონდში. ფორვარდმა ეს თანხა ანონიმურად გაიღო, მაგრამ ბრაზილიელმა ტელეწამყვანმა კრის ფლორესმა ფეხბურთელის საქციელი გაამხილა.
„ნეიმარმა შესწირა დაახლოებით 775 ათასი ფუნტი კორონავირუსთან საბრძოლველად. მან ფული გასული კვირის დასაწყისში გადარიცხა. თანხის ნაწილი იუნისეფ-ს გაეგზავნა, მეორე ნაწილი – ფონდს, რომელიც ბრაზილიელმა მხატვრებმა შექმნეს.
მან არჩია შემოწირულობა ანონიმურად გაეკეთებინა, ამიტომაც გადავწყვიტეთ მის საქციელზე მოგვეყოლა. აუცილებელია, კეთილი საქმეების შესახებ ლაპარაკი.
ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და მე მას გატყობინებთ. ჩვენ მართლაც ვფიქრობთ, რომ ეს ბრწყინვალე საქციელია, რომელიც სტიმული იქნება სხვა სპორტსმენებისთვის და სხვა ადამიანებისთვის“, – განაცხადა ფლორესმა.