ნეიმარმა კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო, ფორვარდმა ცრემლები ვერ შეიკავა #1TVSPORT

08:17, 18.08.2025

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ნეიმარის „სანტოსმა“ საკუთარ მოედანზე მიიღო „ვასკო და გამა“. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა 6:0.

მოგებულთა რიგებში დუბლი შეასრულა „ლივერპულის“ ყოფილმა ფორვარდმა, ფილიპე კოუტინიომ.

ნეიმარმა სრული მატჩი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გამოტოვებს „ბაიასთან“ მომდევნო შეხვედრას. ფორვარდისთვის ეს იყო 250-ე მატჩი მშობლიური კლუბის შემადგენლობაში და პირველი ასეთი გამანადგურებელი მარცხი.

მატჩის შემდეგ „სანტოსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის, კლებერ შავიერის განთავისუფლების შესახებ.

მსგავსი