ნეიმარმა განაცხადა, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს
ნეიმარმა განაცხადა, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა გუნდის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მისთვის ყველაფერი მისაღებია პარიზულ გუნდში.

„ბედნიერი ვარ პარიზში. მომწონს, როცა ვთამაშობ ფეხბურთს. სადაც უნდა ვიყო, ყველაზე მეტად მინდორზე გასვლა მიხარია. იმისათვის, რომ კმაყოფილი ვიყო, მჭირდება მხოლოდ ორი ძელი, ბურთი და თანაგუნდელები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. გასულ წელს, ვერ შევძელი გუნდისთვის დახმარების გაწევა. ახლა უნდა ვიფიქროთ გულშემატკივრებზე და ვეცადოთ მთელი ძალით მოვინდომოთ“, – მოჰყავს ნეიმარის სიტყვები RMC Sport-ს.

ამ ზაფხულს რამდენჯერმე დაიწერა იმის შესახებ, რომ ბრაზილიელს სურს „ბარსელონაში“ დაბრუნება, რომელშიც 2013-2017 წლებში თამაშობდა, მაგრამ მხარეებმა ვერ შეძლეს ტრანსფერზე მოლაპარაკება.