ნეიმარმა დუბლი შეასრულა და ნაკრებში დაბრუნებისთვის მზადაა #1TVSPORT
ბრაზილიის ჩემპიონატის მე-18 ტურში „სანტოსმა“ 3:1 დაამარცხა „ჟუვენტუდე“. შეხვედრა „ვილა ბელმიროს“ სტადიონზე გაიმართა.
„სანტოსის“ რიგებში 37-ე წუთზე ანგარიში ნეიმარმა გახსნა. მეორე ტაიმის ბოლოს მან პენალტი გაიტანა და დუბლი გაიფორმა.
„სანტოსმა“ 18 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.
მატჩის შემდეგ ნეიმარმა აღნიშნა, რომ მზად არის ბრაზილიის ნაკრებში დასაბრუნებლად.
„ყველამ იცის, როგორ ვთამაშობ! თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი დამოკიდებულია ნაკრების მწვრთნელების გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ნეიმარმა Sportv-ის ეთერში.
33 წლის ბრაზილიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.