ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა და საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაიტარა #1TVSPORT
ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა და საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაიტარა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ეროვნული გუნდის სამზადისი უკვე დაიწყო, თუმცა, ბრაზილიური მედიის ცნობით, „სანტოსის“ ლიდერმა, ნეიმარმა პირველი საწვრთნელი პროცესი გამოტოვა.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში დაადასტურეს, რომ 34 წლის თავდამსხმელმა ვარჯიშში მონაწილეობა მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ვერ მიიღო. მან საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაიტარა.

„გამოკვლევების პასუხებს ნაკრების ექიმთა გუნდი შეისწავლის და ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ დეტალურ ცნობებს მხოლოდ ამის მერე გავასაჯაროებთ“, – აღნიშნულია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ფედერაციის დაჟინებული თხოვნით, ნეიმარის მისვლამდე კლინიკა სრულად დაიკეტა. დიაგნოზის წინასწარ გაჟონვის თავიდან ასაცილებლად „პენტაკამპეონების“ ხელმძღვანელობამ სამედიცინო დაწესებულებასთან სპეციალური ხელშეკრულებაც კი გააფორმა.

„სელესაო“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მომდევნო 3 დღის განმავლობაში დარჩება, კვირას კი ლეგენდარულ „მარაკანაზე“ პანამის ნაკრებს ამხანაგურად შეხვდება. ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ამ შეხვედრაში ნეიმარმა ითამაშოს.

ნეიმარს ეროვნული გუნდის მაისურით 2023 წლის შემდეგ არ უთამაშია.