ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ანჩელოტის კანდიდატურას დაუჭირა მხარი #1TVSPORT
„სანტოსის“ ფორვარდს ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დანიშვნა სურს. როგორც ESPN იტყობინება, ფეხბურთელმა ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს ედნალდო როდრიგესს აცნობა.
აღნიშნავენ, რომ კონფედერაციის ხელმძღვანელები ითვალისწინებენ ეროვნული გუნდის ლიდერების აზრს ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩევისას.
როდრიგესი ამ მომენტისთვის ირჩევს ანჩელოტისა და ჟორჟე ჟესუსს შორის, მაგრამ ნეიმარს არ მოსწონს ამ უკანასკნელის კანდიდატურა. ფორვარდი ჟესუსის ხელმძღვანელობით საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ თამაშობდა.
ასევე კარლო ანჩელოტის სასარგებლოდ გამოვიდა „რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი.