ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო
ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ვერ შეძლო ბრაზილიის ნაკრების ბოლო ვარჯიშის დასრულება, – დაწერა გაზეთმა „გლობო ესპორტემ“.

ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა ერთ-ერთი შეჯახების შემდეგ, მარცხენა მუხლის არეში ტკივილი იგრძნო. ექიმებმა ნეიმარს დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ფეხბურთელმა მინდორზე დაბრუნება სცადა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ იგრძნო ტკივილი და იძულებული გახდა, ვარჯიში მიეტოვებინა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ნეიმარის ტრავმა.

კოპა ამერიკა 14 ივნისს დაიწყება. ბრაზილია A ჯგუფში ბოლივიის, ვენესუელისა და პერუს წინააღმდეგ ითამაშებს.