ნეიმარმა „ბარსელონასთან“ სასამართლო წააგო - ბრაზილიელმა კატალონიელებს 6.7 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს
ნეიმარმა „ბარსელონასთან“ სასამართლო წააგო - ბრაზილიელმა კატალონიელებს 6.7 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა წააგო სასამართლო მოსმენა თავისი ყოფილი კლუბის „ბარსელონას” წინააღმდეგ.

თავის დროზე, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 2016 წელს, „ბარსას“ ხელმძღვანელობამ არ გადაუხადა მას ბონუსი კონტრაქტის გაგრძელებისთვის. ეს თანხა 43.6 მილიონ ევროს შეადგენდა. ბრაზილიელმა კლუბს სასამართლოს ძალით მოთხოვა მისი გადახდა.

საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლომ უარყო ბრაზილიელი ფორვარდის სარჩელი და თავად ნეიმარს დააკისრა „ბარსელონასთვის“ 6.7 მილიონი ევროს გადახდა. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ფეხბურთელს აქვს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

ნეიმარი 2017 წელს გადავიდა „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 222 მილიონ ევროდ.