ნეიმარმა „ბარსელონაში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა
ნეიმარმა „ბარსელონაში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კატალონურ კლუბში დაბრუნების სურვილი აქვს, – დაწერა ინტერნეტ გამოცემა Sport.es-მა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა „პარი სენ-ჟერმენმა“ ესპანეთში გაუშვას.

ერთი წლის წინ, კატალონელებმა უკვე სცადეს ფეხბურთელის დაბრუნება, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. თუმცა, ამ ზაფხულს „ბარსელონას“ ერთი დამატებითი კოზირი ექნება – კლუბს შეუძლია გამოიყენოს ფიფა-ს ტრანსფერებზე წესების მე-17 მუხლი. იქ წერია, რომ ფეხბურთელს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი საფეხბურთო კლუბთან მას შემდეგ, რაც ამოწურული იქნება ე. წ. „შენარჩუნების პერიოდი“. ოღონდ, ამ შემთხვევაში, მოთამაშემ გუნდს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია, რომლის ოდენობა დამოკიდებულია ხელფასის ოდენობაზე. „ბარსელონაში“ მიაჩნიათ, რომ ეს თანხა 180 მილიონ ევროს მიაღწევს.