ნეიმარმა ახალი ტრავმა მიიღო, ფორვარდმა ტირილით დატოვა მოედანი [ვიდეო] #1TVSPORT
ნეიმარმა ახალი ტრავმა მიიღო, ფორვარდმა ტირილით დატოვა მოედანი [ვიდეო] #1TVSPORT

ბრაზილიის ჩემპიონატში გაიმართა მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც „სანტოსმა“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „ატლეტიკო მინეირო“.

„სანტოსის“ ფორვარდი ნეიმარი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 34-ე წუთზე მორიგი ტრავმის გამო შეცვალეს. ფეხბურთელი აცრემლებული ტოვებდა მინდორს.

ნეიმარი ცოტა ხნის წინ ჩადგა მწყობრში მუხლის ტრავმის მკურნალობის შემდეგ, რომელიც მარტში მიიღო. ახალ სეზონში მან მოედანზე 45 წუთი გაატარა „ფლუმინენსეს“ წინააღმდეგ და 34 წუთი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.