ნეიმარმა 2024 წელს 101 მილიონი გამოიმუშავა - ბრაზილიელმა 42 წუთი ითამაშა და 45-ჯერ შეეხო ბურთს #1TVSPORT
ნეიმარმა 2024 წელს 101 მილიონი გამოიმუშავა - ბრაზილიელმა 42 წუთი ითამაშა და 45-ჯერ შეეხო ბურთს #1TVSPORT

2024 წელს ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა მხოლოდ ორჯერ ითამაშა „ალ-ჰილალის“ შემადგენლობაში – საერთო ჯამში მინდორზე მან 42 წუთი გაატარა. ამასთან, ნეიმარმა 2024 წელს ხელფასის სახით 101 მილიონი ევრო მიიღო.

როგორც გამოცემა Sport.es იტყობინება, ამ 42 წუთის განმავლობაში ფორვარდი 45-ჯერ შეეხო ბურთს. ასე რომ, ნეიმარის ყოველი შეხება ბურთზე პირობითად შეიძლება 2.2 მილიონ ევროდ შევაფასოთ.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელს გასულ წელს თითქმის არ უთამაშია, მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტაა. ეს ტრავმა მან ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში მიიღო. ერთი წლის შემდეგ ნეიმარი დაბრუნდა, მაგრამ მორიგი ტრავმა მიიღო.