ნეიმარმა 17 წუთში ჰეთთრიკი შეასრულა და საგოლე სერია სამ მატჩამდე გაზარდა [ვიდეო] #1TVSPORT
ნეიმარმა 17 წუთში ჰეთთრიკი შეასრულა და საგოლე სერია სამ მატჩამდე გაზარდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბრაზილიის ჩემპიონატის 37-ე ტურში „სანტოსის“ ფორვარდმა, ნეიმარმა ჰეთთრიქი შეასრულა „ჟუვენტუდესთან“ მატჩში. სამი გოლი მან მეორე ტაიმში, 17-წუთიან ინტერვალში გაიტანა და „სანტოსმა“ შეხვედრა 3:0 მოიგო.

ნეიმარმა ბრაზილიის სერია A-ში სამ მატჩამდე გააგრძელა საგოლე სერია – ამ მონაკვეთში მის ანგარიშზე ხუთი გოლი მოდის.

ეს იყო ნეიმარის პირველი ჰეთთრიქი 2022 წლის 9 აპრილის შემდეგ, როცა ბრაზილიელმა „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით „კლერმონს“ გაუტანა სამი გოლი.

ამ სეზონში ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.