ნეიმარისა და მბაპეს გარეშე პსჟ-მ 4:0 მოიგო
ნეიმარისა და მბაპეს გარეშე პსჟ-მ 4:0 მოიგო

საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთე ტური დაიწყო, რომელიც ქვეყნის ჩემპიონმა, „პარი სენ-ჟერმენმა” გახსნა. ლიდერის განაცხადში არ ყოფილან ნეიმარი, მბაპე და ბუფონი. მიუხედავად ამისა, პარიზელებმა „სენტ ეტიენი“ 4:0 გაანადგურეს.

პირველ ტაიმში ერთი გოლი იულიან დრაქსლერმა გაიტანა, მეორე ნახევარში ედინსონ კავანიმ პენალტი გამოიყენა, რასაც ანხელ დი მარიასა და 19 წლის მუსა დიაბის გოლები მოყვა.

ხუთიდან ხუთი მოგებით „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონატის ლიდერია, თომას ტუხელი კი პირველი მწვრთნელია კლუბის ისტორიაში, ვინც ჩემპიონატი ზედიზედ ხუთი მოგებით დაიწყო.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ასეთი შემადგენობით ითამაშა:

არეოლა, ტიაგო სილვა (კერერი, 80), მონიე, ბერნატი, კაიპემბე, დიარა (დიაბი, 46), დრაქსლერი, ვერატი (ნკუნკუ, 68), რაბიო, კავანი, დი მარია.