ნეიმარის ტურნირზე საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული ცნობილია [ვიდეო] #1TVSPORT

Red Bull Neymar Jr’s Five საქართველოს შესარჩევი Street Football Dancers-მა მოიგო. გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 3:0 დაამარცხა გუნდი „კრწანისი“. „ქუჩის ფეხბურთის მოცეკვავეებმა“ საქართველოს შესარჩევი ადრეც მოიგეს და საქართველოს სახელით 2018 წელს ბრაზილიაში, ჩემპიონატის მსოფლიო ფინალზე იასპარეზეს.

31 ოქტომბერს Red Bull Neymar Jr’s Five-ის საქართველოს შესარჩევის ფინალი საბურთალოზე მდებარე „მარაკანას მოედანზე“ ჩატარდა. 12 საუკეთესო გუნდი ყატარის საგზურისთვის ერთმანეთს დაძაბულ ბრძოლაში დაუპირისპირდა.

10 გუნდი თბილისიდან, ხოლო თითო ქუთაისიდან და ბათუმიდან წინასწარ შესარჩევებზე შეირჩნენ. 2021 წლის შეჯიბრებაში მონაწილეობა 60-მდე გუნდმა მიიღო.

Street Football Dancers-ს გუნდის შემადგენლობა: ნიკა ჟამერაშვილი (კაპიტანი), ლუკა უღრელიძე, ვანიკო ანთაძე, ნიკუშა ბუნოიანი, კონსტანტინე მარშავალექსანდრე თავშავაძე, გიორგი მგალობლიშვილი.

წელს ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიის ნაცვლად ყატარში ჩატარდება. მონაწილეები სწორედ იქ შეხვდებიან ნეიმარ ჯუნიორს. ყველაზე იღბლიან ორ გუნდს (შერეული და მხოლოდ ქალთა გუნდი) მასთან თამაშის შანსიც ექნება.

შეგახსენებთ, თამაშის ორიგინალურ წესებს: 5-7 კაციან გუნდებს არ ჰყავთ მეკარე, ყოველ გატანილ გოლზე კი მოწინააღმდეგე გუნდის ერთი წევრი ტოვებს მოედანს. მატჩი მაქსიმუმ 10 წუთი გრძელდება.