ნეიმარის ტურნირი ბრაზილიის ნაცვლად ყატარში გაიმართება [ვიდეო] #1TVSPORT

Red Bull Neymar Jr’s Five, ყველაზე მასშტაბური 5-5-ზე ფეხბურთის ჩემპიონატი, ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება. საქართველოს შესარჩევ ეტაპს წელს ქუთაისი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს.

გუნდების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.redbullneymarjrsfive.com უკვე დაიწყო და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული Red Bull Neymar Jr’s Five-ის მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წელს ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიის ნაცვლად ყატარში ჩატარდება. მონაწილეები სწორედ იქ შეხვდებიან ნეიმარ ჯუნიორს. ყველაზე იღბლიან ორ გუნდს (შერეული და მხოლოდ ქალთა გუნდი) მასთან თამაშის შანსიც ექნება. თავის მხრივ, ნეიმარიც ემზადება ამ მნიშვნელოვანი დღისთვის და თავის გუნდს საუკეთესო ფეხბურთელებით აკომპლექტებს.

 

საქართველოს შესარჩევი თამაშების განრიგი

20 ოქტომბერი – ქუთაისი

23 და 24 ოქტომბერი – ბათუმი

28, 29, 30 ოქტომბერი – თბილისი

ფინალი 31 ოქტომბერი – თბილისი

 

შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტ, მოყვარულ ან პროფესიონალ ფეხბურთელებს 16-დან 35 წლამდე. საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების თანახმად მოთამაშეები უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებული ან უნდა წარმოადგინონ მაქსიმუმ 72 საათით ადრე გაკეთებული პსრ (PCR) ან მაქსიმუმ 24 საათით ადრე გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ლაბორატორიიდან.

თამაშის წესები წესები მარტივია: 5 კაციან გუნდებს არ ჰყავთ მეკარე, ყოველ გატანილ გოლზე კი მოწინააღმდეგე გუნდის ერთი წევრი ტოვებს მოედანს. მატჩი მაქსიმუმ 10 წუთი გრძელდება.

2016 წლიდან დღემდე ტურნირში მონაწილეობდა 400 000 ფეხბურთელი 75 ქვეყნიდან. 2019 წლის საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული გახდა გუნდი „ნამორა“.

„რედ ბულის“ პრესსამსახური