ნეიმარის პირადმა მცველმა UFC-ში ნოკაუტით წააგო
ნეიმარის პირადმა მცველმა UFC-ში ნოკაუტით წააგო

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის ყოფილმა პირადმა მცველმა ნორდინ ტალებმა ნოკაუტით წააგო თავისი მეორე ბრძოლა UFC-ში (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი).

მსაჯები იძულებულნი იყვნენ შეეჩერებინათ ორთაბრძოლა და მოგება ბრიტანელი შონ სტრიკლენდისთვის მიენიჭებინათ. არადა, ტალები არ ეთანხმებოდა რეფერის გადაწყვეტილებას და მზად იყო ბრძოლის გასაგრძელებლად.

„დიახ, მეტოქემ დამიჭირა, მაგრამ ვუძლებდი და მიმაჩნია, რომ ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტეს! არ ვნებდებოდი, შემეძლო გაგრძელება. პროფესიულ ბრძოლებს პროფესიული მსაჯები სჭირდება“, – დაწერა „ტვიტერში“ ტალებმა.

2018 წლის ზაფხულში ტალები პირად მცველად დაიქირავა ნეიმარმა. მას შემდეგ, მან UFC-ში ორი ბრძოლა გამართა და ორივე წააგო.