ნეიმარის მამა „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს უარყოფს
ნეიმარის მამა „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს უარყოფს

პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის მამამ, მისი შვილის „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო.

„შეხვედრა კატალონიელებთან? არა, მე და ჩემი შვილი „კოპა ამერიკის“ დამთავრებამდე ბრაზილიაში ვიმყოფებით, ხოლო შემდეგ პარიზში დავბრუნდებით“, – ციტირებს ნეიმარის მამას „ფოქს სპორტი“ (FOX Sports).

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონიდან“ პსჟ-ში 2017 წელს სარეკორდო ფასად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. ნეიმარმა წინა სეზონის დიდი პერიოდი ტრავმების გამო გამოტოვა. ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.