ნეიმარის იურისტი - დღეს დიდი ტრანსფერების დრო არ არის
ნეიმარის იურისტი - დღეს დიდი ტრანსფერების დრო არ არის

ბრაზილიელი იურისტი მარკოს მოტა, რომელიც ნეიმარის „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლაში მონაწილეობდა, სატრანსფერო ბაზარზე იმ კრიზისის გამო, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია სერიოზულ ცვლილებებს ელოდება.

„სატრანსფერო ბაზარი უახლოეს თვეებში შეიცვლება, ის უფრო რეალისტური, გასაგები და პუნქტუალური იქნება. საფეხბურთო სამყაროს „საპნის ბურთი“ გასკდა. ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიების სამყაროში, რომელიც აღარ არის რეალური. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, კლუბები ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილან. ბილეთების გაყიდვა, მარკეტინგი, სასპონსორო შემოსავლები. მთელი სექტორი დაზარალდა. ამიტომაც, დღეს დიდი ტრანსფერების დრო არ არის“, – თქვა იურისტმა.