ნეიმარის დაბრუნებას აპრილის ბოლოს ელოდებიან
ნეიმარის დაბრუნებას აპრილის ბოლოს ელოდებიან

ფრანგული პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა კმაყოფილია იმით, რომ კლუბის წამყვანი ფეხბურთელის, ნეიმარის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ბრაზილიელმა დოჰაში გამოკვლევა ჩაიტარა, რის შემდეგაც მკურნალობის გასაგრძელებლად პარიზში დაბრუნდა.

ფეხის ტრამვის გამო, ფორვარდს 23 იანვრის მერე არ უთამაშია.

„ნეიმარი ძლიერ ტკივილებს აღარ განიცდის, აღდგენითი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ასეთ ტემპში უნდა გავაგრძელოთ, სანამ ფეხბურთელი სრული დატვირთვით არ შეძლებს ვარჯიშს“, – ციტირებს ფიგარო (Le Figaro) ფიზიოთერაპევტ რაფაელ მარტენს.

ვარაუდობენ, რომ ნეიმარი მოედანზე საფრანგეთის თასის ფინალში დაბრუნდება, რომელიც 27 აპრილს გაიმართება.