ნეიმარის აგენტი ბრაზილიელის შეძენის თაობაზე „ბარსელონას“ დარწმუნებას ცდილობს #1TVSPORT
ნეიმარის აგენტი ბრაზილიელის შეძენის თაობაზე „ბარსელონას“ დარწმუნებას ცდილობს #1TVSPORT

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, „სანტოსის“ ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი, რომელიც კატალონურ კლუბში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ცდილობს, დაარწმუნოს ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის ხელმძღვანელობა, გაიფორმოს ბრაზილიელი 2025 წლის ზაფხულში, როცა ნეიმარის კონტრაქტს „სანტოსთან“ ვადა გაუვა.

აღნიშნავენ, რომ „ბარსელონაში“ არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ნეიმარის გაფორმების ფინანსური საშუალება ექნებათ, ვიდრე რომელიმე ვარსკვლავს გაყიდიან. გარდა ამისა, ბრაზილიელის შეძენის კატეგორიული წინააღმდეგია „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი. გერმანელ სპეციალისტსა და მის თანაშამწეებს ამგვარი ვარიანტის გაგონებაც არ სურთ.