ნეიმარი ყველაზე გამტანი ბრაზილიელი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე
ნეიმარი ყველაზე გამტანი ბრაზილიელი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი გახდა ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

ოთხშაბათს, „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ნეიმარმა ყველაზე პოპულარულ ევროპულ ტურნირში თავისი 31-ე გოლი გაიტანა და ერთით გაუსწრო „მილანისა“ და „რეალის“ ყოფილ ნახევარმცველ კაკას, რომელთანაც აქამდე პირველ ადგილს იყოფდა. ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელია „ბარსელონასა“ და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი რივალდო – მის ანგარიშზე 27 გოლია.