ნეიმარი - ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო, მაგრამ ეს იოლი სულაც არ არის
ნეიმარი - ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო, მაგრამ ეს იოლი სულაც არ არის

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ ვარჯიშობს კარანტინის პირობებში. ბრაზილიელი ამჟამად თავის სამშობლოში იმყოფება და ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

„კარანტინის პერიოდის ოჯახთან ერთად გატარება გადავწყვიტე, თუმცა ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო, მაგრამ ეს იოლი სულაც არ არის. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია, ამიტომ ვარჯიშის შეწყვეტა არც კი განიხილება. ვცდილობ, იმავე რიტმში ვივარჯიშო, რომელიც გუნდში იყო“, – მოჰყავს ბრაზილიელის სიტყვები ესპანურ გამოცემა „სპორტს“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის წლევანდელი სეზონი დასრულებულად გამოცხადდა და ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი“ დასახელდა. თუმცა, ტომას ტუხელის გუნდს წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ელის, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს.