ნეიმარი შეიძლება ვერ მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე – თუ ვერ გამოჯანმრთელდება 12 ივნისამდე #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს ნეიმარს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება. როგორც ESPN Brasil იტყობინება, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ, შესაძლოა, 34 წლის ფეხბურთელი ამოშალოს საბოლოო განაცხადიდან, თუ ნეიმარი სრულად არ იქნება მზად 12 ივნისისთვის – მაროკოსთან სასტარტო მატჩამდე ორი დღით ადრე.
უფრო ადრე გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნეიმარს წვივის კუნთის მეორე ხარისხის ტრავმა აქვს. ექიმების შეფასებით, აღდგენა ორიდან სამ კვირას დაიკავებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილია ითამაშებს მაროკოს (14 ივნისი), ჰაიტის (20 ივნისი) და შოტლანდიის (25 ივნისი) წინააღმდეგ.