ნეიმარი შეიძლება სერია A-ში გადავიდეს #1TVSPORT

18:25, 01.10.2025

„სანტოსის“ ფორვარდი ნეიმარი მზად არის სერია A-ში გადასასვლელად, სადაც მის მიმართ ინეტერესს გამოთქვამენ „ინტერი“ და „ნაპოლი“. ამის შესახებ ტელეკომპანია ESPN-მა დაწერა იტალიელ ჟურნალისტზე ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, 33 წლის ბრაზილიელი განიხილავს ზამთარში ევროპაში დაბრუნებას, რადგან მისი კონტრაქტი „სანტოსთან“ 31 დეკემბერს იწურება. ნეიმარის სურვილია სწორედ ევროპაში კარგი თამაშით მოახდინოს შთაბეჭდილება ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე კარლო ანჩელოტიზე და დაბრუნდეს ეროვნულ გუნდში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ.

თავის მხრივ, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იმედებს ამყარებს ნეიმარზე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის ოპტიმალურ ფორმაში იქნება.

„როცა ნეიმარი ფორმაშია, მისი დონე საშუალებას აძლევს ითამაშოს პლანეტის ნებისმიერ კლუბში. მომავალ წელს, მარტის შეკრებაზე შემადგენლობა შეიძლება პრაქტიკულად იგივე იყოს, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატზე გვეყოლება. გვინდა ვნახოთ, როგორ ჩაეწერება შემადგენლობაში ზოგიერთი ფეხბურთელი, მაგრამ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდის შემადგენლობა აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდეს“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები გაზეთ Marca-ს.

მსგავსი