ნეიმარი, შეიძლება, MLS-ში გადავიდეს #1TVSPORT
ნეიმარი, შეიძლება, MLS-ში გადავიდეს #1TVSPORT

ბრაზილიის „სანტოსის“ ფორვარდმა, ნეიმარმა შეიძლება კარიერა MLS-ში გააგრძელოს.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, „ცინცინატიმ“ წინასწარი მოლაპარაკებები გამართა ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან.

ამერიკულმა კლუბმა დააზუსტა ფეხბურთელის მოთხოვნები და მისი დაინტერესების დონე MLS-ში გადასვლასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით სამუშაო ძალიან ადრეულ ეტაპზეა.

„ცინცინატიში“ მიაჩნიათ, რომ კლუბის ფინანსური რესურსი და ინფრასტრუქტურა მიიპყრობს ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავის ყურადღებას.

34 წლის ნეიმარის ხელშეკრულება „სანტოსთან“ 2026 წლის ბოლომდეა ძალაში.