ნეიმარი შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს #1TVSPORT
ნეიმარი შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს.

როგორც გამოცემა Fichajes წერს, ინგლისური კლუბი ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება ბრაზილიელ ფეხბურთელზე, რომელმაც, შესაძლოა, დატოვოს პარიზი 2021-22 წლების სეზონის შემდეგ. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბორდოს“ წინააღმდეგ პარიზელმა ფანებმა ნეიმარსა და ლიონელ მესის უსტვინეს.

ამ სეზონზე ნეიმარმა პარიზულ გუნდში 20 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი პსჟ-სთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.