ნეიმარი შეიძლება იტალიის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადავიდეს #1TVSPORT
ნეიმარი შეიძლება იტალიის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადავიდეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს, – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Calciomercato წერს.

პარიზული კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში დაუკავშირდა ტურინული კლუბის წარმომადგენლებს და შესთავაზა მათ 30 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა. პარიზელები მზად არიან ხელფასის ნაწილიც უხადონ ბრაზილიელს.

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.