ნეიმარი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT
ნეიმარი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ბრაზილიელს ჩაუტარდება ოპერაცია აქილევსის მყესის დაზიანების გამო. აღდგენით პროცესს სამი-ოთხი თვე დასჭირდება, – იტყობინება პარიზული კლუბის პრესსამსახური.

„მყესების დაჭიმვის შემდეგ, რაც 20 თებერვალს მოხდა, პსჟ-ის სამედიცინო შტაბი გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საჭიროა ოპერაცია მყესების აღსადგენად, რათა თავიდან აიცილონ რეციდივის სერიოზული რისკი. ყველა გამოკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა ოპერაციის აუცილებლობა. ოპერაცია უახლოეს დღეებში დოჰას საავადმყოფოში ჩატარდება“, – წერია პსჟ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.