ნეიმარი საკუთარ მომავალზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT

08:59, 09.05.2023
PARIS, FRANCE - FEBRUARY 19: Neymar Jr of Paris SG during the Ligue 1 match between Paris Saint-Germain and Lille OSC at Parc des Princes on February 19, 2023 in Paris, France. (Photo by Sylvain Lefevre/Getty Images)

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი მზად არის ზაფხულში კლუბი დატოვოს, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Telefoot-ი წერს.

პსჟ-ის გულშემატკივრების ამასწინდელმა საქციელმა (ფანები ფეხბურთელის სახლთან შეიკრიბნენ და ნეიმარს გუნდიდან წასვლისკენ მოუწოდებდნენ) შოკში ჩააგდო ბრაზილიელი, მაგრამ ფეხბურთელი არ აპირებს, მიმართოს პოლიციას. ახლა ნეიმარი ზაფხულში კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს, მით უმეტეს, რომ მან იცის „პარი სენ-ჟერმენის“ გეგმების შესახებ – კლუბი სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის ფორვარდის გასხვისებას აპირებს.

სავარაუდოდ, ნეიმარი ახალ ლიგაში მოსინჯავს ძალებს. ეს იქნება ინგლისის ჩემპიონატი. ბრაზილიელის მიმართ ინტერესი აქვთ „ჩელსის“, „ნიუკასლსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ნეიმარმა ლიგა 1-ის 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი