ნეიმარი საერთო ჯგუფში ვარჯიშობს
ნეიმარი საერთო ჯგუფში ვარჯიშობს

ინტერნეტგამოცემა Selecao Brasileira-მ დაამშვიდა ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები: ეროვნული გუნდის ლიდერის ნეიმარის დაზიანება სერიოზული არ ყოფილა. “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა უკვე მოირჩინა ტრავმა და კოსტა რიკასთან მატჩისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა სამშაბათის ვარჯიში ვერ დაასრულა და მინდორი კოჭლობით დატოვა.
ბრაზილიისა და კოსტა რიკას შეხვედრა 22 ივნისს გაიმართება. პირველ ტურში ნეიმარის გუნდმა შვეიცარიის დამარცხება ვერ შეძლო – 1:1.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!