ნეიმარი - რონალდოს ვეთანხმები, დღეს საუდის არაბეთის ლიგა უფრო ძლიერია, ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1 #1TVSPORT
ნეიმარი - რონალდოს ვეთანხმები, დღეს საუდის არაბეთის ლიგა უფრო ძლიერია, ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1 #1TVSPORT

„ალ-ჰილალის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის რონალდოს პოზიციას იზიარებს და საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგა დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ზე ძლიერია.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ კომენტარი გასულ თვეში, Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალის დროს გააკეთა. მისი თქმით, ის ასე მხოლოდ იმიტომ არ ფიქრობს, რომ საუდის არაბეთის ლიგას წარმოადგენს.

„რონალდოს ვეთანხმები. დღეს საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ზე ძლიერია. ამ ტურნირის დონე სულ უფრო იზრდება და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატში.

მაგრამ, ლიგა 1-ს თავისი ძლიერი მხარეებიც აქვს, ის ძლიერი და რთული ჩემპიონია, მე ეს კარგად ვიცი“, – განაცხადა ნეიმარმა.

ბრაიზლიელი ფეხბურთელი „ალ-ჰილალმა“ 2023 წლის ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.