ნეიმარი „რეალს“ ერთი წელი მოცდას თხოვს
ნეიმარი „რეალს“ ერთი წელი მოცდას თხოვს

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა ნეიმარმა პრინციპული თანხმობა მისცა მადრიდის “რეალში” გადასვლაზე. როგორც AS ამტკიცებს, ბრაზილიელს უნდა მადრიდში გადასვლა, მაგრამ ესმის, რომ პარიზელები არც კი განიხილავენ “რეალის” წინადადებას.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ნეიმარმა, შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონი გაატაროს “პარი სენ-ჟერმენში” და მომდევნო წელს სცადოს წასვლა. ბრაზილიელი არ აპირებს პარიზულ კლუბთან კონფრონტაციას და ამიტომაც, თხოვა “რეალს” ერთი წელი მოცდა.