ბრაზილიელმა ფორვარდმა, ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის გულშემატკივრებთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს.
შეგახსენებთ, რომ მაისში პსჟ-ის ულტრასებმა მოაწყვეს აქცია ნეიმარის გაყიდვის მოთხოვნით. რამდენიმე გულშემატკივარი ბრაზილიელის სახლთან მივიდა კლუბის დატოვების მოწოდებით.
„იმედია, მომავალი სეზონისთვის დავრჩები პსჟ-ში. მე კონტრაქტი მაქვს და არავის არაფერი უთქვამს ჩემს მომავალზე.
თუნდაც ჩემსა და გულშემატკივრებს შორის არ იყოს კარგი ურთიერთობა, მე აქ ვიქნები იმის მიუხედავად, ვუყვარვარ თუ არა მათ“, – განაცხადა ფორვარდმა Caze TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.