ნეიმარი პარიზელ გულშემატკივარზე - „ეს შეყვარებულთან ურთიერთობას ჰგავს“
ნეიმარი პარიზელ გულშემატკივარზე - „ეს შეყვარებულთან ურთიერთობას ჰგავს“

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა თავისი ურთიერთობა „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრებთან რომანტიკულ კავშირს შეადარა და განაცხადა, რომ მათი გულისთვის მოედანზე ყველაფერს დადებს.

მთელი ზაფხულის განმავლობაში „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებების შემდეგ პარიზში დაბრუნებულ ნეიმარს სტადიონზე მაყურებელი უკაყოფილო შეძახილებით შეხვდა, თუმცა მიმდინარე სეზონის ოთხ მატჩში სამი გოლის გატანის შემდეგ, როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, ურთიერთობა გამოსწორებულია.

„ახლა უკეთ ვართ. ეს შეყვარებულთან ურთიერთობას ჰგავს. როცა საქმეები კარგად ვერ მიდის, ერთმანეთს არ ელაპარაკებით, შემდეგ კი სიყვარულითა და მოფერებით გვარდება ყველაფერი. მე აქ იმისათვის ვარ, რომ გუნდს დავეხმარო და ჩემი როლი შევასრულო. სიცოცხლეს გავწირავ მოედანზე, რომ წარმატებას მივაღწიო და ერთად ვიზეიმოთ“, – განაცხადა ნეიმარმა.