ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენზე“ ზემოქმედებას ახდენს, რათა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენზე“ ზემოქმედებას ახდენს, რათა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი უარს ამბობს ხელფასის შემცირებაზე, – იტყობინება „მუნდო დეპორტივო“. წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი იმ ფეხბურთელების ჯგუფში შედის, რომლებიც კლუბის წინადადებას, რომ კორონავირუსით გამოწვეული პაუზისა და კრიზისის გამო ხელფასები შემცირდეს, არ ეთანხმებიან. პარიზული კლუბის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ ხერხით ბრაზილიელი ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს კლუბზე, რათა შემდეგ „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

ნეიმარი ესპანურ გრანდში 2013-2017 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. გარდა ამისა, სამჯერ მოიგო ესპანეთის სამეფო თასი და ერთხელ სუპერთასი, გახდა ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

ნეიმარის ტრანსფერი „პარი სენ-ჟერმენში“ 222 მილიონი ევრო დაჯდა.