ნეიმარი - „პარი სენ-ჟერმენის“ 6-1 დამარცხება საუკეთესო შეგრძნება იყო
ნეიმარი - „პარი სენ-ჟერმენის“ 6-1 დამარცხება საუკეთესო შეგრძნება იყო

ნეიმარი აცხადებს, რომ ცხოვრებაში საუკეთესო გრძნობა მაშინ დაეუფლა, როდესაც „ბარსელონასთან“ ერთად „პარი სენ-ჟერმენი“ 6-1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ამჟამად ჯერ კოდევ „პსჟ“-ს ფეხბურთელია, თუმცა მისი კატალონიაში დაბრუნების საკითხი საკმაოდ აქტიურად განიხილება.

„საუკეთესო გრძნობა? არ ვიცი… ალბათ, როცა „პარი სენ-ჟერმენს“ მოვუგეთ 6-1. ყველანი კინაღამ ჭკუიდან შევიშალეთ. მეექვსე გოლის შემდეგ რაც ვიგრძენი, მსგავსი არასდროს არაფერი მიგრძვნია“, – აცხადებს ნეიმარი ჟურნალისტებთან „სკაი სპორტთან“ (Sky Sports) საუბარში.

გასულ კვირას, პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ ნეიმარს შეუძლია წავიდეს, როგორც კი „ყველა მხარისთვის მისაღები“ ვარიანტი გამოჩნდება.