ნეიმარი ნაკრების მიღმა დარჩენაზე - ეს არ უკავშირდება ჯანმრთელობას, ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა #1TVSPORT
ნეიმარი ნაკრების მიღმა დარჩენაზე - ეს არ უკავშირდება ჯანმრთელობას, ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა #1TVSPORT

„სანტოსის“ ფორვარდმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრებში მისი არგამოძახების მიზეზი ტრავმა არ არის.

24 აგვისტოს „სანტოსმა“ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციას აცნობა ნეიმარის ტრავმის შესახებ. კარლო ანჩელოტიმ არ შეიყვანა ფორვარდი ბრაზილიის ნაკრების განაცხადში. გასულ კვირას ნეიმარმა „ფლუმინენსეს“ წინააღმდეგ მინდორზე 90 წუთი გაატარა.

„ბარძაყის კუნთზე სისხლჩაქცევა მქონდა. ეს მართლაც უსიამოვნოა. ამაში არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული, მით უმეტეს, შევძელი თამაში. ვფიქრობ, არ გამომიძახეს ტექნიკური მიზეზების გამო, და ეს არანაირად არ უკავშირდება ჯანმრთელობას. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და მას პატივს ვცემ“, – განაცხადა „სანტოსის“ ფორვარდმა.