ნეიმარი - მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში ჩემთვის  ბოლო იქნება #1TVSPORT
ნეიმარი - მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში ჩემთვის ბოლო იქნება #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ლიდერმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში, დიდი ალბათობით, ბოლო იქნება მის კარიერაში.

„ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი, მეყოფა თუ არა მორალური ძალები ფეხბურთის თამაშის გასაგრძელებლად.

ყველაფერს გავაკეთებ, რათა უკეთ გამოვიდე, ქვეყანას დავეხმარო და ბავშვობის ოცნება ავისრულო. იმედია, გავუმკლავდები“, – განაცხადა ნეიმარმა.