ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება - კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში მოხვდა ნეიმარი, რომლის მუნდიალზე გამგზავრებასთან დაკავშირებით ბოლო დროს უამრავი კითხვა არსებობდა.
მეკარეები: ალისონი („ლივერპული“), ედერსონი („ფენერბაჰჩე“), ვევერტონი („გრემიო“)
მცველები: ალექს სანდრო („ფლამენგო“), ბრემერი („იუვენტუსი“), დანილო („ფლამენგო“), დუგლას სანტოსი („ზენიტი“), გაბრიელ მაგალიაესი („არსენალი“), იბანიესი („ალ-აჰლი“), ლეო პერეირა („ფლამენგო“), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), ვესლი („რომა“)
ნახევარმცველები: ბრუნო გიმარაესი („ნიუკასლი“), კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“), დანილო („ბოტაფოგო“), ფაბინიო („ალ-იტიჰადი“), ლუკას პაკეტა („ფლამენგო“)
თავდამსხმელები: ენდრიკი („რეალ მადრიდი“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“), იგორ ტიაგო („ბრენტფორდი“), ლუის ენრიკე („ზენიტი“), მატეუს კუნია („მანჩესტერ იუნაიტედი“), ნეიმარ ჟუნიორი („სანტოსი“), რაფინია („ბარსელონა“), რაიანი („ბორნმუთი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალ მადრიდი“)
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია იქნებიან.