ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ჰაიტისთან მატჩსაც გამოტოვებს #1TVSPORT
ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ჰაიტისთან მატჩსაც გამოტოვებს #1TVSPORT

მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვარჯიში დაიწყო, ის მაინც გამოტოვებს ჰაიტისთან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას.

ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ სურს, ვარსკვლავის ჯანმრთელობით გარისკოს და მას საშუალებას მისცემს, კონდიციები სრულად აღიდგინოს.

ნეიმარმა ტრავმა ბრაზილიის ჩემპიონატში, „სანტოსის“ რიგებში თამაშის დროს მაისში მიიღო. მიუხედავად ამისა, ის ბრაზილიელთა განაცხადში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მაინც მოხვდა.

34 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ეროვნული გუნდის მატჩს პირველ ტურში მაროკოს წინააღმდეგ თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა. ის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ნეიმარმა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა რიგებში 128 შეხვედრა ჩაატარა და 79 გოლი გაიტანა. ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.