საუდის არაბეთის „ალ-ჰილალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს. ტურნირი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
„ცხადია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მიზანია ნებისმიერო ფეხბურთელისთვის. მე უკვე ვითამაშე იქ სამჯერ და ბუნებრივია, მაქვს სურვილი მეოთხედაც ვცადო ძალები. კონცენტრირებული უნდა ვიყო ამაზე, კარგად მოვემზადო და მიზნად დავისახო ნაკრებში კარგ ფორმაში დაბრუნება“, – მოჰყავს ნეიმარის სიტყვები RMC Sport-ს.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ნეიმარმა ორი მატჩის ჩატარება მოასწრო და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.