ნეიმარი - მადრიდის „რეალი“ „ბარსელონაზე“ სამჯერ მეტ ხელფასს მთავაზობდა, თუმცა გადაწყვეტილება გულით მივიღე #1TVSPORT
ნეიმარი - მადრიდის „რეალი“ „ბარსელონაზე“ სამჯერ მეტ ხელფასს მთავაზობდა, თუმცა გადაწყვეტილება გულით მივიღე #1TVSPORT

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „სანტოსის“ თავდამსხმელმა, ნეიმარმა ბრაზილიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ „ბარსელონას“ შეუერთდებოდა, მას მადრიდის „რეალი“ სამჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდა, თუმცა გადაწყვეტილება გულით მიიღო.

„სანამ „ბარსელონაში“ გადავიდოდი, ჩემი შეძენა მადრიდის „რეალსაც“ სურდა. ფლორენტინო პერესი სამჯერ მეტ ხელფასს მთავაზობდა, ვიდრე „ბარსელონა“, თუმცა გადაწყვეტილება გულით მივიღე და „ბარსას“ მივაშურე, სადაც ასპარეზობა ყოველთვის მინდოდა. ვოცნებობდი, ლიონელ მესისთან ერთად მეთამაშა“, – განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონას“ 2013 წელს „სანტოსიდან“ შეუერთდა, ხოლო გუნდი 2017 წელს დატოვა და 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.