ნეიმარი ხუთშაბათს მინდორზე ბრუნდება
ნეიმარი ხუთშაბათს მინდორზე ბრუნდება

ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება მინდორს „პარი სენჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი. ამის შესახებ წერს პარიზული კლუბის „ტვიტერი“.

ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედანზე ოთხ აპრილს გავა და მინდორზე რამდენიმე ტესტს ჩაატარებს. ამის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში, ნეიმარი სრულფასოვან სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა იანვრის ბოლოს, საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალის მატჩში დაიზიანა მარჯვენა ტერფის ძვალი.

ამ სეზონში ბრაზილიელმა 13 მატჩის გამართვა მოასწრო საფრანგეთის ჩემპიონატში, 13 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.