ნეიმარი ისევ ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს #1TVSPORT
ბრაზილიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე „სანტოსმა“ „პალმეირასის“ ბარიერი ვერ გადალახა, მატჩი დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.
გარდა მარცხისა, გუნდისთვის კიდევ ერთი უსიამოვნო სიახლე ნეიმარის მორიგი ტრავმაა. „სანტოსის“ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ბრაზილიელმა შემტევმა მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი დრო არ დაუსახელებია, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარი ფეხბურთის თამაშს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.