ნეიმარი, ჰალკი, კანავარო - ჯანომ მაისურების კოლექცია გამოფინა
ნეიმარი, ჰალკი, კანავარო - ჯანომ მაისურების კოლექცია გამოფინა

ჯანო ანანიძემ ინსტაგრამზე იმ მაისურების კოლექცია აჩვენა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში მეტოქეებისგან მიიღო.

საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული „ანორთოსისის“ ნახევარმცველს მდიდარი კოლექცია აქვს – აქ ნახავთ მაისურებს, რომლებიც ეკუთვნოდათ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს, იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მცველ ფაბიო კანავაროს, ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ რობერტო კარლოსს, ესპანეთის ნაკრების მცველ სერხიო რამოსს.

ჯანოს კოლექციაში საქართველოს ნაკრების სამი ყოფილი მოთამაშის მაისურებიც მოხვდა – ალექსანდრე იაშვილის („ფრაიბურგი“), მალხაზ ასათიანის (მოსკოვის „ლოკომოტივი“) და ლევან კობიაშვილის („შალკე“).

ჯანო ანანიძე პროფესიული კარიერა 2009 წელს მოსკოვის „სპარტაკში“ დაიწყო და საქართველოს ნაკრებშიც მაშინვე მიიწვიეს. 2020 წლიდან ფეხბურთელი კვიპროსში, „ანორთოსისში“ გადავიდა.