„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი გაუპატიურების საქმეში გაამართლეს, – წერს რამდენიმე ბრაზილიური გაზეთი. სან პაულუს პოლიციამ დაასრულა გამოძიება და ყველანაირი ბრალდება მოუხსნა 27 წლის ფეხბურთელს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მოდელი ნაჟილა დე სოუზა ბრალს სდებდა ნეიმარს გაუპატიურებაში. მისი თქმით, ინციდენტი 15 მაისს, პარიზის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოხდა.
პოლიციის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ფეხბურთელს დანაშაული არ ჩაუდენია. დე სოუზას შეუძლია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება.