ნეიმარი განრისხებულია „ბარსელონაში“ არშემდგარი ტრანსფერის გამო
ნეიმარი განრისხებულია „ბარსელონაში“ არშემდგარი ტრანსფერის გამო

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა თავისი უკმაყოფილება გამოუცხადა პარიზულ კლუბს ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ ჩაშლილი ტრანსფერის გამო. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „სპორტმა“ (Sport).

წყაროს ცნობით, 27 წლის ბრაზილიელი განრისხებული იყო იმის გამო, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ უარი განაცხადა კატალონიაში მის გაშვებაზე. ნეიმარი დარწმუნებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება სპეციალურად მიიღეს, რათა ფეხბურთელი მისი საქციელის გამო დაესაჯათ.

იტყობინებიან, რომ ვარსკვლავურ ფორვარდს ძალიან უნდოდა საფრანგეთის ჩემპიონატის დატოვება და არაერთხელ განუცხადა ამის შესახებ პსჟ-ის წარმომადგენლებს. ახლა კი ფეხბურთელი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან იძულებულია კარიერა გააგრძელოს არასასურველ ადგილზე.