ნეიმარი ერთი თვე ვერ ითამაშებს
ნეიმარი ერთი თვე ვერ ითამაშებს

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან „პარი სენ-ჟერმენში“ ტრავმირებული დაბრუნდა. ფეხბურთელმა დაზიანება ბრაზილიისა და ნიგერიის ამხანაგურ მატჩში (1:1) მიიღო.

როგორც პარიზული კლუბის პრესსამსახური წერს, 14 ოქტომბერს ნეიმარს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ფორვარდს მარცხენა მუხლის მყესი აქვს დაჭიმული. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი დაახლოებით ოთხი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

2019-20 წლების სეზონში ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ ხუთი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა სეზონის დასაწყისი ტრავმის გამო გამოტოვა.