ნეიმარი და მბაპე ლიგა 1-ის პირველი წრის სიმბოლურში ვერ მოხვდნენ

20:00, 13.01.2021
LISBON, PORTUGAL - AUGUST 23:  Neymar and Kylian Mbappe of Paris Saint-Germain warm up prior to the UEFA Champions League Final match between Paris Saint-Germain and Bayern Munich at Estadio do Sport Lisboa e Benfica on August 23, 2020 in Lisbon, Portugal. (Photo by David Ramos/Getty Images)

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ შეაჯამა 2020-21 წლების სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრე და სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს „ლიონისა“ და „ბორდოს“ ნახევარმცველებმა – ლუკას პაკეტამ და ჰატემ ბენ არფამ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ფაქტი ის არის, რომ 11 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდნენ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავები – ნეიმარი და კილიან მბაპე.

ლიგა 1-ის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე – კეილორ ნავასი (პარი სენ-ჟერმენი, 6.0);

მცველები – მატიო დებუში (სენტ ეტიენი, 5.73), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, 5.9), ნაიეფ აგერდი (რენი, 5.82), რომენ პერო (ბრესტი, 5.76);

ნახევარმცველები – ანხელ დი მარია (პარი სენ-ჟერმენი, 6.08), ლუკას პაკეტა (ლიონი, 6.18), რაფინია ალკანტარა (პარი სენ-ჟერმენი, 6.0), ჰატემ ბენ არფა (ბორდო, 6.18);

ფორვარდები – ტინო კადევერე (ლიონი, 6.07), ბურაქ ილმაზი (ლილი, 6.07).

მსგავსი