ნეიმარი და „ბარსელონა“ სასამართლოში იბრძვიან
ნეიმარი და „ბარსელონა“ სასამართლოში იბრძვიან

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა და „ბარსელონამ“ ერთმანეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები შეიტანეს, – წერს ესპანური პრესა.

როგორც გაზეთი „ეიესი“ (AS) წერს, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის გაგრძელებისთვის დაწესებული ბონუსის საკითხში. ბრაზილიელს „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის წინ, ბონუსის სახით 40 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

მაგრამ ბრაზილიელს მხოლოდ 14 მილიონი გადაუხადეს და დანარჩენი 26 მილიონის გადახდას ითხოვს. „ბარსელონაში“ კი მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელმა დაარღვია შეთანხმების პირობები და თავად უნდა გადაიხადოს 75 მილიონი. მისი კონტრაქტი ამოისყიდეს სარეკორდო თანხად – 222 მილიონ ევროდ იქამდე, სანამ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა.